რამდენი ხმა მიიღეს მარნეულში „ლელოდან“ „ოცნებაში“ გადასულმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა
მარნეულის სამ მაჟორიტარულ ოლქში „ლელო - ძლიერი საქართველოდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადასულ მაჟორიტარ კანდიდატებს, გიულმამედ კასუმოვს, გუმბატ ჯალილოვს და კარა ორუჯოვს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობა კვლავ „ლელოს“ რიგებიდან მოუწიათ.

„ლელოს“ სამმა მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებები არჩევნებამდე 10 დღით ადრე გააკეთეს.

საარჩვენო კოდექსის შესაბამისად, კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის მოხსნა არჩევნებამდე არაუგვიანეს 16

დღით ადრე შეუძლიათ, რის გამოც „ლელოს“ მაჟორიტარი კანდიდატების სახელები ბიულეტენებში მაინც მოხვდა.

N16 ყიზილაჯლოს ოლქში "ლელო - ძლიერი საქართველოს" ყოფილმა მაჟორიტარმა კანდიდატმა კარა ორუჯოვმა ვერც ერთი ხმა მიიღო. ამავე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა 3 946 ხმა მიიღო.

N17 ყლარის ოლქში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ყოფილმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გუმბატ ჯალილოვმა 56 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 3,151%-ია. ამავე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხაგანი ოსმანოვმა 1 721 ხმა მიიღო, რაც 96,849%-ია.

N13 ქესალოს ოლქში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ყოფილმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიულმამედ კასუმოვმა 474 ხმა მიიღო, რაც 12,418%-ია. ამავე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნაზილა მუსტაფაევამ 3 343 ხმა მიიღო, რაც 87,582%-ია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები