ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით,
საქართველოს ყველა მოქალაქელ უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ სეზონური
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების
ვაქცინა შეისყიდა, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასოდაა
ხელმისაწვდომი.
„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,
საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი,
(SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის
საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ
რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე,
რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე“. -
აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების
მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა
სახიფათო დაავადებად იქცეს.
„აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო
დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და
ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“. - აღნიშნულია
სამინისტროს განცხადებაში
სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება ქვემო ქართლის 12 სამედიცინო
დაწესებულებაშია შესაძლებელი. მათ შორის 2 სამედიცინო დაწესებულება,
შპს ჯეო ჰოსპიტალს - მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრი და
შპს მედX, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
გთავაზობთ, ქვემო ქართლის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებების
ჩამონათვალს, სადაც სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
გაკეთებაა შესაძლებელი :
1. შპს რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური
ცენტრი - რუსთავი
2. შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - წალკა
3. შპს ბოლნისის ცენტრალური კლინიკა - ბოლნისი
4. შპს ჯეო ჰოსპიტალს - გარდაბანი
5. შპს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი სანო - გარდაბანი
6. შპს ჯეო ჰოსპიტალს - მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული
სამედიცინო ცენტრი - მარნეული
7. შპს მედX - მარნეული
8. სს რუსთავის N2 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი - რუსთავი
9. შპს ქ.რუსთავის N1 პოლიკლინიკა - რუსთავი
10. შპს რეგიონუი ჯანდაცვის ცენტრი - თეთრიწყაროს სამედიცინო
დაწესებულება
11. შპს მანგლისის საავადმყოფო პოლიკნიკია - თეთრიწყარო
12. შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - დმანისის სამედიცინო
დაწესეულება
ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი