მარნეულის 8 ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი მეორედ
გამოცხადდა.
თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული პირველი ტენდერში მონაწილეობა
არავინ მიიღო და ის არშემდგარად გამოცხადდა. ახალ ტენდერში
მონაწილეობის მიღება მსურველ კოპანიებს 21-24 ოქტომბრის პერიოდში
შეეძლებათ. სატენდერო თანხა 22 000 ლარს შეადგენს.
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით,
რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია მარენულის შემდეგ ბაღებს ესაჭიროებათ.
1. ქალაქ მარნეულის N4 ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული
რეაბილიტაცია ყველა საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით
და ახალი სააღმზრდელო კორპუსის მიშენება.
2. სოფელ კაპანახჩის ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული რეაბილიტაცია ყველა
საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით და ეზოში სათამაშო
მოედნების მოწყობა.
3. სოფელ შაუმიანის ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული რეაბილიტაცია ყველა
საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით, არსებული ღობის
რეაბილიტაცია და ეზოში სათამაშო მოედნების მოწყობა.
4. სოფელ შაუმიანის ახალი დასახლების ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული
რეაბილიტაცია ყველა საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით
და ეზოში სათამაშო მოედნების მოწყობა.
5. სოფელ ხიხანის ბაგა-ბაღი - საჭიროა სრული რეაბილიტაცია ყველა
საჭირო უსაფრთხოების რეგლამენტის გათვალისწინებით , ეზოში სათამაშო
მოედნების მოწყობას და საკანალიზაციო ჭის მოწყობა.
6. სოფელ ყიზილ-აჯლოს ბაგა-ბაღი - საჭიროა სახანძრო უსაფრთხოების
რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქრურის პროექრირება.
7. სოფელ სადახლოს ბაგა-ბაღი - საჭიროა სახანძრო უსაფრთხოების
რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქრურის პროექრირება.
8. სოფელ დამიას ბაგა-ბაღი - საჭიროა სახანძრო უსაფრთხოების
რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქრურის
პროექრირება.