„ნათელ გზაზე მოგზაური“ - ასე ითარგმნება წიგნის სათაური, რომელიც
„ქართული ოცნების“ პარლამენტარის, სავალან მირზოევის ცხოვრებაზეა
დაწერილი.
ავტორი მაია ჰუსეინოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრობს, თუ რატომ დაწერა
სავალან მირზოევზე წიგნი.
ჰუსეინოვას თქმით, მირზოევზე წიგნის დაწერა ახალგაზრდებისათვის იმის
საჩვენებლად გადაწყვიტა, თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული, პატიოსანი,
მოქალაქე და თუ როგორ არის დაკავშირებული და გამყარებული საქართველოსა
და აზერბაიჯანის მეგობრობა.
„ბატონ სავალანს რაც აქვს გაკეთებული მაგის ნახევრის
ნახევარიც არ მაქვს მაგ წინგნში ჩაწერილი. უბრალოდ, წერია თუ როგორი
პიროვნებაა და საქართველოსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობა მინდოდა რომ
ვანახო. ეს წიგნი არის ორ ენაზე, ნახევარი აზერბაიჯანულ ენაზე და
ნახევარი ქართულ ენაზე. ეს წიგნი ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს
ახალგაზრდა სტუდენტებს სამომავლოდ იმიტომ, რომ არ არის ისეთი
ბარიერები, რომელსაც ზოგიერთი ამბობს, რომ რაღაცა ბარიერები არის
ეთნიკური უმცირესობის ბავშვებისთვის. ასე არაა. მთავარია, რომ იყო
წესიერი, პატიოსანი საქართველოს მოქალაქე და შეგიძლია რომ ნებისმიერ
თანამდებობაზე მოხვდე. ღირსეული მოქალაქე უნდა იყო და შენი ფასი
ყველგან იქნება. აი, მაგის თქმა მინდოდა. რამდენი საქველმოქმედო
საქმეც აქვს გაკეთებული ყველას ვერ ვანახებ, რამდენი ტომის წიგნები
უნდა იყოს? ისეთი ამბები ვანახე, სადაც საქართველოს და აზერბაიჯანს
შორის კავშირი უფრო მაგრდება“. - აცხადებს მაია
ჰუსეინოვა
ჰუსეინოვა ამბობს, რომ სავალან მირზოევი მისი თანასოფლელია, რის გამოც
კარგად იცნობს და იცის ყველა იმ სიკეთის შესახებ
რაც „ქართული
ოცნების“ პარლამენტარს აქვს გაკეთებული. აცხადებს, რომ მირზოევმა არ
იცოდა რომ მის შესახებ წიგნი იწერებოდა.
„კარგად ვიცნობ და ვიცოდი, რომ არ ექნებოდა ამის სურვილი.
ძალიან შევეცადე, რომ არ გაეგო წიგნზე რომ ვმუშაობდი, ვიცოდი რომ უარს
მეტყოდა. ჩემს მეგობრებსაც ვთხოვე რომ არაფერი ეთქვათ. ვწვალობდი რომ
საედანმე არ გაეგო. როცა გაიგო, რაც მართალია, პრეზენტაციაზე და
წიგნის წარდგენაზე უარი მითხრა და გაბრაზდა. არ მინდაო, არ არის
საჭიროო და ახალგაზრდებისთვის თუ გინდოდათო სხვა რამე დაგეწერათ
მაგრამ ჩემ ნაბიჯებზე არაო. მეთქი, მე ავირჩიე ის კანდიდატი, რომელსაც
როგორც ნიმუშს ვანახებდი. ვისაც არ ვიცნობ, უკაცრავად და პეტრეზე და
პავლეზე ვერ ვილაპარაკებ. მე თუ მაქვს უფლება და უნდა დავწერო ის რაც
ვიცი, ტყუილს ვერ ჩავწერდი. ამიტომ მე თქვენ აგირჩიეთ, როგორც
პიროვნება რომელიც წლებია ხართ ჩვენს გვერდზე და წლებია პატიოსნად
თქვენ ხართ თქვენს თანამდებობაზე მეთქი“. - განაცხადა
ავტორმა
„ქართული ოცნების“ პარალემნტარზე დაწერილი წიგნის ავტორი აცხადებს,
რომ ქვემო ქართლში ახალგაზრდებთან 4 შეხვედრის ჩატარებას აპირებს,
სადაც მსურველებს წიგნებს დაურიგებენ. ამბობს, რომ ჯერ არ აქვს
დაგეგმილი თუ როდის ჩატარდება წიგნის პრეზენტაცია და შეხვედრები
ახალგაზრდებთან.
რადიო „მარნეული“