მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა ერევანში გამართულ მშვილდოსნობის
საერთაშორისო ტურნირზე,
„ჰაიკის ისრები“, საპრიზო ადგილები დაიკავეს. მარნეულის სპორტული
სკოლის განცხადების მიხედვით, საპრიზო ადგილები ოთხმა მარნეულელმა
მშვილდოსანმა დაიკავა.
„ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სომხეთის,
ირანის, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები,
მარნეულელმა გოგონებმა ოთხი მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი ოქროსი, ორი
ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი“. - აღნიშნულია
სპორტული სკოლის განცხადებაში
15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში
სამივე საპრიზო ადგილი მარნეულელმა
მშვილდოსნებმა დაიკავეს:
პირველი ადგილი — თიკა შავაძე (პირადი მწვრთნელი: გიორგი
გორდეზიანი)
მეორე ადგილი — ლიზი ლევანიძე (პირადი მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი)
მესამე ადგილი — ელენე ქალდანი (პირადი მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი)
18 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა კატო ასანიძემ
(პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი)
რადიო „მარნეული“