მარნეულის ქსელურ მაღაზიებში პურის ფასი 10-15 თეთრით გაძვირდა
მარნეულში ქსელურ მაღაზიებში პურის გარკვეული ასორტიმენტის ფასი გაიზარდა. რადიო „მარნეული“ ქალაქში რამდენიმე ქსეულ მაღაზიაში იყო, სადაც აცხადებენ, რომ პურის ფასმა 10 და 15 თეთრით მოიმატა.

„დღეს დილიდან ვნახეთ რომ გარკვეულ პურებზე ფასები გაიზარდა. ზოგი 10 თეთრით, ზოგი 15-ით გაძვირდა. ახლა ვანახლებთ ფასებს“. - გვითხრა ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის თანამშრომელმა

440 გრამიანი პურის ფასი სუპერმარკეტებში 1 ლარიდან 1.15

ლარამდე გაიზარდა. ე.წ. უბნის მაღაზიებში პურზე ფასის ზრდა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ქალაქ მარნეულში მდებარე 2 „უბნის მაღაზიაში“ გვითხრეს, რომ მათთან პური კვლავ 70 თეთრი ღირს.

„ისევ ისეთი ფასებია. არ გამიგია გაძვირების შესახებ“ - გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა

მარნეულში მდებარე პურის საცხობის მეპატრონემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ პურის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და მათ საცხობში 1 ლავაშის ღირებულება კვლავ 1.30 ლარია.

დღეს, 15 ოქტომბერს, პურის გაძვირების შესახებ ინფორმაცია BMG-მ გაავრცელა. BMG-სთან საუბრისას პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის 10 თეთრიანი გაძვირების მიზეზი ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატებაა.

"ფასები დააკორექტირა მხოლოდ ორმა წარმოებამ, ერთი სახეობის პროდუქტზე. ლაპარაკია 10 თეთრზე, ამ 10 თეთრიდან წარმოებას დაახლოებით ალბათ 7 თეთრამდე რჩება. საქმე იმაშია, რომ წელს ფქვილზე ძალიან მზარდი ფასებია”. - განაცხადა მალხაზ დოლიძემ

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები