ვინ იქნებიან მარნეულის საკრბეულოს ახალი წევრები
15 ოქტომბერს მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები შეაჯამა და განსაზღვრა, თუ ვინ მოხვდა მარნეულის ახლადარჩეულ საკრბეულოში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მარნეულის საკრებულო 34 „ქართული ოცნების“ წარმომადგენლითა და 1 „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლით დაკომპლექტდა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ნომერი აგილ მუსტაფაევია - ის ერთადერთი ოპოზიციონერი იქნება მარნეულის საკრებულოში. პროპორციული სისტემით მარნეულის საკრებულოში

მოხვედრა 15 კანდიდატს შეეძლო, ხოლო მაჟორიტარული სისტემით 20 კანდიდატს - ყველა მაჟორიტარული ოლქი „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს.

გთავაზობთ პროპორციული სისტემით მარნეულის საკრბეულოში მოხვედრილი კანდიდატების ჩამონათვალს:
1. ამირან გიორგაძე - 41. ქართული ოცნება
2. რიჩარდ გიგანი - 41. ქართული ოცნება
3. ბესიკ გელენიძე - 41. ქართული ოცნება
4. ადილ ალიევი - 41. ქართული ოცნება
5. სოსო ინაძე - 41. ქართული ოცნება
6. გივი გიორგაძე - 41. ქართული ოცნება
7. თეონა ფარჯიანი - 41. ქართული ოცნება
8. ზურაბ ჭონიაშვილი - 41. ქართული ოცნება
9. ელშან ჰასანოვი - 41. ქართული ოცნება
10. ასიფ იუზბაშევი - 41. ქართული ოცნება
11. მაგამედალი ბედიევი - 41. ქართული ოცნება
12. ანარ დურსუნოვი - 41. ქართული ოცნება
13. აქსანა კურბანოვა - 41. ქართული ოცნება
14. ორხან კასუმოვი - 41. ქართული ოცნება
15. აგილ მუსტაფაევი - 9. ძლიერი საქართველო-ლელო

გთავაზობთ მაჟორიტარული სისტემით მარნეუის საკრებულოში მოხვედრილი კანდიდატების ჩამონათვალს:

1. ვასილ ხახულაშვილი - 41. ქართული ოცნება
2. ტარიელ მამედოვი - 41. ქართული ოცნება
3. ანარ პირიევი - 41. ქართული ოცნება
4. ლევონ აკოპიანი - 41. ქართული ოცნება
5. მახირ ბაირამოვი - 41. ქართული ოცნება
6. გურგენ გოგიანი - 41. ქართული ოცნება
7. ადილ გურბანოვი - 41. ქართული ოცნება
8. დიმიტრი აბრამიშვილი - 41. ქართული ოცნება
9. ბუნიატ ტუკანოვი - 41. ქართული ოცნება
10. მარინა მაჭარაშვილი - 41. ქართული ოცნება
11. ალექსანდრე ურუმოვი - 41. ქართული ოცნება
12. აიაზ ხუდიევი - 41. ქართული ოცნება
13. ნაზილა მუსტაფაევა - 41. ქართული ოცნება
14. ომარი ირიშოვი - 41. ქართული ოცნება
15. მახარატ ალახვერდიევი - 41. ქართული ოცნება
16. ჯეიხუნ ჩოიდაროვი - 41. ქართული ოცნება
17. ხაგანი ოსმანოვი - 41. ქართული ოცნება
18. ტალეხ ბინნატოვი - 41. ქართული ოცნება
19. ვანო ბურნაძე - 41. ქართული ოცნება
20. არსენ ახვერდიანი - 41. ქართული ოცნება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა.

საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან განსხვავებული იყო, რადგან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტის ნიშნად მასში მოანწილეობა არ მიიღო. აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და არ ენდობიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიას.

საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ორგანიზაციების უმეტესობა არჩევნებს არ აკვირდებოდა.

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები