საქართველოს 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოში 0, ხოლო 31 საკრებულოში 1 ოპოზიციონერი კანდიდატი მოხვდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 64 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში გაიმართა. 64-ვე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერი “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გახდნენ.

ცესკოს მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს 5 მუნიციპალიტეტის საკრბეულოში ვერც ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი ვერ მოხვდა. მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი მოხვდა საკრებულოში საქართველოს 31 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში,

2 ოპოზიციონერი კანდიდატი შევიდა 17 თვითმმართველ ერთეულში, 3 ოპოზიციონერი მოხვდა 8 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, 4-მა ოპოზიციონერმა კანდიდატმა დაიკავა ადგილი ორ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ხოლო 5 ოპოზიციონერი კანდიდატი შევიდა საქართველოს დედაქალაქის, თბილისის საკრებულოში.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” პარლემენტმა 16 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო პარტიების აკრძალვის თანმდევი კანონების ცვლილება. არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ დაუბრუნდა “აგენტებად” მოხსენიებული ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე საუბარს და პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აკრძალვას უპირებენ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებსაც. ოცნების სპიკერების თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება პოლიტიკური საქმიანობის შეჩერება იმ პირებისთვისაც, ვინც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებში მოხვდნენ, შესაბამისად საქართველოს მასშტაბით საკრებულოები შესაძლოა სრულიად დარჩნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარეშე.

გთავაზობთ მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების ჩამონათვალს, მათ საკრებულოში მოხვედრილი ოპოზიციონერი კანდიდატების მიხედვით:

არცერთი ოპოზიციონერი:
გარდაბანი
ბოლნისი
ახალქალაქი
ნინოწმინდა
საჩხერე

ერთი ოპოზიციონერი:
საგარეჯო - ძლიერი საქართველო-ლელო
გურჯაანი - ძლიერი საქართველო-ლელო
სიღნაღი - ძლიერი საქართველო-ლელო
დედოფლისწყარო - ძლიერი საქართველო-ლელო
ლაგოდეხი - ძლიერი საქართველო-ლელო
თელავი - ძლიერი საქართველო-ლელო
ახმეტა - ძლიერი საქართველო-ლელო
მარნეული - ძლიერი საქართველო-ლელო
დმანისი - ძლიერი საქართველო-ლელო
წალკა - ძლიერი საქართველო-ლელო
თეთრიწყარო - ძლიერი საქართველო-ლელო
მცხეთა - ძლიერი საქართველო-ლელო
კასპი - ძლიერი საქართველო-ლელო
ბორჯომი - ძლიერი საქართველო-ლელო
ახალციხე - ძლიერი საქართველო-ლელო
ადიგენი - ძლიერი საქართველო-ლელო
ასპინძა - ძლიერი საქართველო-ლელო
ამბროლაური - ძლიერი საქართველო-ლელო
მესტია - ძლიერი საქართველო-ლელო
თერჯოლა - ძლიერი საქართველო-ლელო
ბაღდათი - ძლიერი საქართველო-ლელო
ვანი - ძლიერი საქართველო-ლელო
სამტრედია - ძლიერი საქართველო-ლელო
ხონი - ძლიერი საქართველო-ლელო
ჭიათურა - ძლიერი საქართველო-ლელო
ტყიბული - ძლიერი საქართველო-ლელო
წყალტუბო - ძლიერი საქართველო-ლელო
ჩოხატაური - ძლიერი საქართველო-ლელო
სენაკი - გახარია საქართველოსთვის
ქედა - ძლიერი საქართველო-ლელო
ქობულეთი - ძლიერი საქართველო-ლელო

ორი ოპოზიციონერი:
ყვარელი - კონსერვატორები საქ და ლელო
დუშეთი - კონსერვატორები საქართველოსთვის და ძლიერი საქართველო - ლელო
გორი - ძლიერი საქართველო და კონსერვატორები საქართველოსთვის
ქარელი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ონი - ძლიერ სქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ლენტეხი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ხარაგაული - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ზესტაფონი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ოზურგეთი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
მარტვილი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ხობი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ზუგდიდი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ჩხოროწყუ - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ფოთი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
შუახევი - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ხელვაჩაური - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ხულო - ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის

სამი ოპოზიციონერი
თიანეთი - გახარია საქართველოსთვის, ძლიერი საქართველო - ლელო, კონსერვატორები საქართ
ქარელი - ძლიერი საქართველო - ლელო, გირჩი, გახარია საქართველოსთვის
ცაგერი - 2 დეპუტატი ძლიერი საქართველო - ლელოდან და ერთი გახარია საქართველოსთვის
ქუთაისი - გირჩი, ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
ლანჩხუთი - გირჩი, ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის
აბაშა - ძლიერი საქართველო - ლელო, გახარია საქართველოსთვის და თავისუფალი საქართველო
წალენჯიხა - 2 დეპუტატი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და ერთი დეპუტატი ძლიერი საქართველო - ლელო
ბათუმი - გირჩი, ძლიერი საქართველო - ლელო და გახარია საქართველოსთვის

ოთხი ოპოზიციონერი:
რუსთავი - გირჩი, გახარია საქართველოსთვის, ძლიერი საქართველო- ლელო, კონსერვატორები საქართველოსთვის
ყაზბეგი - კონსერვატორები საქართველოსთვის, გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, თავისუფალი საქართველო

ხუთი ოპოზიციონერი:
თბილისი - 2 კანდიდატი ლელო - ძლიერი საქართველოდენ, 2 კანდიდატი გირჩიდან და ერთი კანდიდატი კონსერვატორების საქართველოსთვის

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები