ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მადგილეები დანიშნეს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებად ავთანდილ ჭრიკიშვილი და სოსო ალიბეგაშვილი დაინიშნენ. ინფორმაციას “ქვემო ქართლის” მხარე ავრცელებს და წერს, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი სამხარეო ადმინისტრაციაში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას ჩაიბარებს. ის 2023 წლიდან დღემდე გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მასშტაბით 27 სპორტული დარბაზის კურატორი მწვრთნელი და ტრენერთა ტრენერია ძიუდოში.

ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც სხვადასხვა წლებში მსოფლიოს, ხოლო ევროპის

სამგზის ჩემპიონია, 2014 წელს მსოფლიოს წლის საუკეთესო ძიუდოისტად დასახელდა. ის სპორტის დამსახურებული ოსტატია.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოსო ალიბეგაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2025 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების კოორდინატორის პოზიციას იკავებდა, ასევე - 2024-2025 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების კოორდინატორი. სოსო ალიბეგაშვილი 2022-2024 წლებში იკავებდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ილია ჯალაღანია ასრულებს.

რამდენიმე თვეა, რაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას არავინ იკავებს.

ამავე თემაზე: 122 დღიანი მუშაობის შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორი სუსის უფროსის მოადგილე გახდა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები