სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ქვემო ქართლის დეპარტამენტმა
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხორცისა და
ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმოებიდან და
სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღო. აკრედიტებულ ლაბორატორიულ
კვლევამ საგანგაშო შედეგი გამოავლინა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგი:
ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, სურსათის ორ ნიმუშში ვირის დნმ
გამოვლინდა. ეს ფაქტი მიუთითებს სურსათის არაჯეროვნად მარკირებაზე და
მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაზე.
დაფიქსირებული შემთხვევებია:
ნიმუში 1:
პროდუქტი: ხორცის ფარში
მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო)
მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე
ტერიტორია)
დამზადების თარიღი: 29.10.2025
ნიმუში 2:
პროდუქტი: ხორცის
ფარში
მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო)
მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე
ტერიტორია)
დამზადების თარიღი: 29.10.2025
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული საეჭვო
სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ
საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის
უწყებებს გადაეცა.