მარნეულის მერიამ 150 მაისური და 100 ჰელიუმის ბუშტი 3 350 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბუშტები და მაისურები გამარტივებული წესით შეისყიდა. მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმე აკრემ გახრამანოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მარნეულის მერიამ 150 დაბრენდილი მაისური და 100 ჰელიუმის ბუშტი შეისყიდა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკოორდინაციო საბჭო, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ატარებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას, ქალების დროული სკრინინგისთვის, რისთვისაც გვესაჭიროება 100 (ასი) ერთეული ვარდისფერი და 50( ორმოცდაათი)

ერთეული თეთრი მაისურის შეძენა პრინტით „ჩაიტარე სკრინინგი და იყავი დაცული“ და 100(ასი) ერთეული ვარდისფერი ჰელიუმის ბუშტის შესყიდვა.
- აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსის ია ესებუას მოხსენებით ბარათში

ია ესებუას მიერ მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარისათვის, ამირან გიორგაძისათვის გაგზავნილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ასევე იგეგმება ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანია, რისთვისაც საჭირო იქნება 150 ნარინჯისფერი მაისურის შესყიდვა პრინტით „არა ძალადობას“ და 100 ნარინჯისფერი ჰელიუმის ბუშტის შეძენა. ამ ეტაპზე მარნეულის მერიას ნარინჯისფერი მაისურებისა და ბუშტების შესყიდვისათვის ტენდერი არ გამოუცხადებია.

მარნეულის მერიასა და ინდმეწარმე აკრემ გახრამანოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვარდისფერი ოქტომბერის“ ფარგლებში მერიამ 150 მაისური და 100 ჰელიუმის ბუშტი 3 350 ლარად შეისყიდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები