უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის 16 ფაქტი გამოვლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2026 წლის იანვარში საქართველოს მასშტაბით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 16 ფაქტი გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, ბრალი სულ 18 პირს წარედგინა, მათგან 8 უკვე დაკავებულია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული 18 185 კოლოფი

უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 117 780 ლარს შეადგენს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები