სპეცოპერაცია „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ - დაკავებულია 45 პირი, ბრალი წარედგინება 3 „კანონიერ ქურდს“
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირია დაკავებული. კიდევ 15 პირს ბრალი დაუსწრებლად ან საპატიმროში წარედგინება, მათ შორის სამ ე.წ. კანონიერ ქურდს.

გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებენ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“: სულხან ჯაფარიძე (მეტსახელად „სუხო“) და პეტრე ბაქრაძე (მეტსახელად „პაატა ტბილისკი“), რომლებიც

ვიდეოზარებით მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ფინანსურ დავებს წყვეტდნენ.


ასევე დადგინდა, რომ „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა (მეტსახელად „ჯვარსკი“) „ქურდულ შეკრებებს“ დედისა და ძმის დახმარებით აწყობდა. პოლიციამ ისინი სხვა ბრალდებულებთან ერთად დააკავა. ჩხრეკისას ამოღებულია ტექნიკა და ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები