დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციები გაახანგრძლივა.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის ფედერალურ რეესტრშია
გამოქვეყნებული.
შესაბამისი განკარგულება, რომელიც ძალაში 20 თებერვალს შედის, რუსეთის
წინააღმდეგ რიგი სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რომლებიც
ამერიკელი პრეზიდენტების მიერ შემოღებული იყო 2014, 2018 და 2022
წლებში.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პირველი განკარგულება 2014
წელს იქნა გამოქვეყნებული. მაშინ, პრეზიდენტი ბარაქ ობამას
განკარგულება N 13660 რიგი პირების ქონების
გაყინვას ითვალისწინებდა.
თავდაპირველად სანქციები მათ წინააღმდეგ მოქმედებდა, ვინც ხელს
უწყობდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.
შემდგომში, სასანქციო სია რამდენჯერმე განახლდა ტრამპის პირველი
ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს.