ზადიაანთკარში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა
2025 წლის 23 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა და ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

საკითხი განხილული იყო ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლების მიზნით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები