ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 38,8%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 38,8% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 363 493 ამომრჩევლია .

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვისაც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იყო. 28 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა დღის 03:00 საათისთვის 30,98%-ს შეადგენდა.

ამ დროისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალია ამბროლაურში – 50,1%, ხოლო ყველაზე დაბალი – 30,3% – წალკაში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები