შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონკურსის წესით, 365 მართლწესრიგის ოფიცერი შეარჩია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონკურსის წესით, 365 მართლწესრიგის ოფიცერი შეარჩია. მართლწესრიგის ოფიცრები უწყების ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ წარადგინა .

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ზრუნვა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე. მოგეხსენებათ, რომ შსს-ს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, კონკრეტულად კი მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. თქვენი პირველი ნაბიჯები იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. თქვენი ყველაზე დიდი მიზანი გახლავთ - იზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ყველაზე დიდი მისია კი - პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია უნდა შესრულდეს უაღესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული მშვიდი და უსაფრთხო გარემო ჩვენს ქვეყანაში.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები