ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა რურუა გარდაიცვალა
პოლიტიკოსი ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ში დაუდასტურეს .

რ2-ის ცნობით, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

სასწრაფოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პოლიტიკოსი მათ ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დედამ გამოიძახა, რ2-ის ცნობით.

ნიკა რურუა 50 წლის იყო.

ნიკა რურუა მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია, გარდა ამისა, ის 2009-2012 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
Print ელ. ფოსტა
თეგები: ნიკა რურუა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები