შს მინისტრი კირკიტაძეს დაკავებას ეხმაურება
შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში საუბრისას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურება .

“დავით კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც დაიმსახურებს,” – ამბობს შს მინისტრი. მანამდე კი გახარიამ დასძინა, რომ კირკიტაძის დაკავება გასაკვირი არ უნდა იყოს.

“16-ში მოხდა მარიტივი რამ: ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღით დაანანოსა, რომ ინაუგურაციას ჩაშლიდნენ და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია, რომ არნაიარი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი.

მე როცა ვამბობ, რომ ხვალ მე ჩავშლი ინაუგურაციას, რაც არის ჩვეულებრივი აქტი და შემდგომ კი ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად თავს ვეხსმი პოლიციას. ბოდიში! როდესაც, გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა და ის პერიოდი, რა დროითაც საჭიროა,” – დასძენს შს მინისტრი დეპუტატების წინაშე.

მისივე თქმით, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის, ინაუგურაციის ჩაშლას და “თუნდაც კანონიერი გზით სახელმწიფოს გადატრიალებას”.

“და როდესაც ვიკითხავთ, რომ სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, იქ გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე,” – ამბობს ის.

პროკურატურის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს.

დავით კირკიტაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლა ედება ბრალად. ის 17 დეკემბერს დააკავეს.

ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს. კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს. მისი პოზიციაა, რომ პოლიციამ მომიტინგეებს გზა უკანონოდ გადაუკეტა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები