საათანახევრიანი შეხვედრა ალიევსა და ფაშინიანს შორის
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა .

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკით გაავრცელა.

“დავოსში გაიმართა შეხვედრა ილჰამ ალიევთან. გავცვალეთ აზრები დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესსა და შემდგომ განხილვებზე. შეხვედრა, დაახლოებით, 1,5 საათს გაგრძელდა”, – წერს ფაშინიანი.

კონკრეტულად რის შესახებ ისაუბრეს ფაშინიანმა და ალიევმა, ამ ეტაპზე არცერთ
მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეხვდნენ და “კონკრეტული სამშვიდობო ღონისძიებების რეალიზაციის საჭიროებაზე შეთანხმდნენ”.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123