სიახლე
„ძეგლი გახდება მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საინტეგრაციო პოლიტიკა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში“ - ზაურ ხალილოვი
„ძეგლი გახდება მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საინტეგრაციო პოლიტიკა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში“ - ეს განცხადება ჩვენთან საუბრისას სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა ზაურ ხალილოვმა გააკეთა.

ხალილოვი 20 იანვარს, ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტის დადგმასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, სომხური და აზერბაიჯანული თემის დაპირისპირებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პრობლემები, კერძოდ კი ის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავს სახელმწიფოს ნაწილად არ თვლიან.

ხალილოვის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში ეთნიკურად სომეხი დეპუტატები ძეგლის გახსნაზე ისე წავიდნენ, რომ არ დაფიქრებულან თუ რა შედეგი შეიძლება გამოეწვია ამას საქართველოსათვის. ხოლო რაც შეეხება ეთნიკურად აზერბაიჯანელ დეპუტატებს, ხალილოვი ამბობს, რომ ისინი ხმას მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც ამის დირექტივა აზერბაიჯანიდან მოდის.

„ამდენი წლის განმავლობაშ პარლამენტში არიან. უამრავი საკითხი მოხდა ქვეყანაში რაზეც ყველა თავის აზრს აფიქსირებდა და ესენი ჩუმად იყვნენ, ძეგლის დადგმაზე კი აჟიოტაჟი ატეხეს. სანამ აზერბაიჯანიდან არ მისცემენ შენიშვნებს მანამდე ისინი ხმას არ იღებენ.“ - ამბობს ზაურ ხალილოვი

ხალილოვი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ცუდ მდგომარეობაშია, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლება რეაგირებას ითხოვს. რეაგირება შესაძლოა ძეგლის დემონტაჟში გამოიხატოს, რამაც თავის მხრივ შესაძლოა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების გაღვივება გამოიწვიოს.

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია ენზელ მკოიანისა და სამველ მანუკიანის განცხადება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არ ფიქრობდნენ თუ ძეგლის გახსნა ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, რადგან როგორც თავად ამბობს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო უშიშროების სამსახური საკმაოდ აქტიურად მუშაობს, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებდა. ხალილოვისათვის გაუგებარია თუ როგორ გამორჩა „სუსს“ ასეთი ფაქტი, რომელმაც სახელმწიფო დიპლომატიურ სკანდალამდე მიიყვანა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო
არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის
ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ევროპის საბჭო საქართველოს ნებაყოფლობითი
შენატანის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ევროპის საბჭო საქართველოს ნებაყოფლობითი შენატანის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სან დიეგოს
უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის
ფარგლებში სამ პროგრამაზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სან დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში სამ პროგრამაზე
ოკუპირებული ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.
ოკუპირებული ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების
ბრალდებით საქართველოს გარემოს დაცვისა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით საქართველოს გარემოს დაცვისა
მიმდინარეობს გამოძიება და
დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მსგავს
დანაშაულთან, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა
გიორგი გახარიამ ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით
განაცხადა.
მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მსგავს დანაშაულთან, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ
კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,