“ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
სამი დეპუტატის უმრავლესობიდან გასვლის შედეგად “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა .

ჩვეულებრივ, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს პარტია, რომელსაც, ყველა მცირე, 113 დეპუტატი ჰყავს. “ქართული ოცნება” 2016 წლიდან ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას — საკანონმდებლო ორგანოში “ოცნებას” 115 დეპუტატი ჰყავდა.

თუმცა 2018 წელს უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რის შედეგადაც “ოცნებას” 114 დეპუტატი დარჩა.

22 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობას ტოვებენ ბექა ნაცვლიშვილი და ეკა ბესელია, ასევე ლევან გოგიჩაიშვილი. შესაბამისად, “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.



წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია