ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
“ქართულ ოცნებაში” ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ის “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს .

ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს წევრიც იქნება.

პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ღარიბაშვილი გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეიტანილი ქვეყნის განვითარებაში.

დღემდე პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას გია ვოლსკი იკავებდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ახალი თანამდებობა შემოიღო სხვა პარტიებთან ურთიერთობების მდივანი, ვოლსკი სწორედ ამ პოზიციას დაიკავებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები