ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და
გამოძალვის ფაქტზე დაკავებული პირები თანამდებობის პირები არ არიან, -
ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს
.
,,სამხედრო პოლიციის მიერ დაკავებული პირები თანამდებობის პირები არ
არიან, ისინი ახალწვეულები არიან. ინციდენტი ახალწვეულებს შორის
მოხდა. მათ სახელებს და გვარებს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან
გამომდინარე ვერ დავასახელებთ“, - განუცხადეს ,,ინტერპრესნიუსს“
თავდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის
ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. ახალწვეული ქაზიმ
გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა
„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში გადის, რამდენიმე პირს ოფიცრის
თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის
მიყენებაში ადანაშაულებს.