რა უჯდება სახელმწიფოს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მარნეულში ოთხი არჩევნები გაიმართა . ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ახლა უკვე მერის რიგგარეშე არჩევნები.

არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც საოლქო, საუბნო და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისათვის ნაწილდება.

2019 წლის მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე საოლქო ხარჯებისათვის 5 626 ლარი, საუბნო ხარჯებისათვის 15 975 ლარი, ხოლო ყველაზე მეტი 18 190 ლარი დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისთვისაა გამოყოფილი.

წელს მარნეულში გასამართი არჩევნებისათვის სულ 39 791 ლარი დაიხარჯება.

რიგგარეშე არჩევნები მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის დაკავების გამო ტარდება. აბაზოვი 2018 წლის 14 ივნისს პროკურატურამ მარნეულელი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავა. 2018 წლის 13 დეკემბერს ყოფილი მერი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო მერის უფლებამოსილება ოფიციალურად 2019 წლის 13 თებერვალს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, შეუჩერდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბაზოვს 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები