მარნეულის მერობის კანდიდატი რიგგარეშე არჩევნებში ხმას ვერ აძლევს
მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი მარნეულის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს. ის თბილისშია დარეგისტრირებული.

ამჟამად ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში იმყოფება და არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

მარნეულის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი პოლიტიკურად აქტიური რიგგარეშე არჩევნების პერიოდში გახდა. პროფესიით იურისტი არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი.

წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, ბადიროვი მარნეულელებს პირდება, რომ ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სპორტულ დარბაზებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, მოაგვარებს გარე განათების, გზებისა და სასმელი წყლის პრობლემას. შექმნის ახალ სკვერებს და ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემას. მარნეულს ნარჩენებისაგან გათავისუფლებაც მისი პროგრამის ნაწილია.

ალი ბადიროვი პირობას დებს, რომ აუცილებლად ეყოლება ქალი მოადგილე. ის თანამშრომლების აყვანას სამართლიანი და გამჭვირვალე ატესტაცია/კონკურსის საფუძველზე აპირებს. ცალკეულ თანამდებობებზე/პოზიციებზე დანიშვნის დროს უპირატესობას მიანიჭებს ორივე ენის (ქართული და აზერბაიჯანული ენების) სრულყოფილად მცოდნე კონკურსანტებს. მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით, ბადიროვის გეგმებში შედის ყოველკვირეული ფეისბუქ ლაივების გაშვება და კვარტალში ერთხელ კონფერენციის გამართვა, სადაც მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს განიხილავენ

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები