მარნეულში დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გააძევეს
ხმაურისა და
პროვოკაციის გამო, მარნეულის N49-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს.
კომისიის წევრები ნინო რობაქიძეს მათზე ზეგავლენის მოხდენის
მცდელობაში ადანაშაულებენ.
დამკვირვებელი ორგანიზაცია "საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირს“
წარმოადგენს. ის უბნიდან-უბანზე გადაადგილდება და არჩევნების
მსვლელობას თვალყურს ადევნებს.
ნინო რობაქიძე ხმაურსა და პროვოკაციაში დაადანაშაულეს N89-ე უბანზეც.
იქაურობა დამკვირვებელმა საკუთარი ნებით დატოვა.