საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით მარნეულში საჩივრების რაოდენობა გაორმაგდა
12:00 საათის მონაცემებით მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 14 საჩივარია შესული.

მერის რიგგარეშე არჩევნებზე, 12:00 საათის მონაცემებით, საჩივრების რაოდენობა ორჯერ აღემატება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამავე პერიოდის მონაცემებს. საპრეზიდენტო არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით 7 საჩივარი იყო დაწერილი.

აღსანიშნავია, რომ სოფელ სადახლოში N31 უბანზე ცემის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი ტახირ ალიევი, რომელიც აცხადებდა, რომ სადახლოში მარნეულის მერის წარმომადგენელმა სცემა, გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

საქმე 162 პრიმა მუხლით აღიძრა, რაც კენჭისყრის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები