ოპოზიციის მიერ დაანონსებულ შუქის გათიშვას "ენერგო-პრო" არ ადასტურებს
მარნეულის მოსახლეობის ნაწილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება შუქის გათიშვასთან დაკავშირებით. კომპანია „ენერგო-პრომ“ რადიო მარნეულს ფაქტი არ დაუდასტურა.

„19 მაისს, ვინაიდან არჩევნები მიმდინარეობს, გეგმიური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარდება, შესაბამისად, არც შუქი გაითიშება“.

უნდა აღინიშნოს, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია გარკვეულ უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვას გეგმავს. ზურაბ მელიქიშვილის მტკიცებით, ხელისუფლებას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერების გამორთვა სურს, რათა ე.წ. კარუსელი დაატრიალოს.

2019 წლის 19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები