მარნეულში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 27.17%-მა მიიღო
მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, ცესკო-ს
17:00 საათის მონაცემებით, ხმა 27 998-მა ამომრჩეველმა
მისცა.
ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 27.17%-ს შეადგენს. ბოლო ორი
საათის განმავლობაში არჩევანი (15:00 – 17:00) 5 445 -ით მეტმა
მარნეულელმა გააკეთა.
N22 საოლქო კომისიაში საღამოს 5 სათზე 20 საჩივარი იყო შესული. დილის
12 საათთან შედარებით საჩივართა რაოდენობა მხოლოდ 6-ით გაიზარდა.
მარნეულში 99 717 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც საპრეზიდენტო
არჩევნებთან შედარებით ( 99 173 ამომრჩეველი) 544 ამომრჩევლით არის
გაზრდილი. მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის 15
მარნეულში მდებარეობს, 75 კი 84 სოფელშია განაწილებული.
19 მაისის მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი
მონაწილეობს.