მარნეულში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 27.17%-მა მიიღო
მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, ცესკო-ს 17:00 საათის მონაცემებით, ხმა 27 998-მა ამომრჩეველმა მისცა. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 27.17%-ს შეადგენს. ბოლო ორი საათის განმავლობაში არჩევანი (15:00 – 17:00) 5 445 -ით მეტმა მარნეულელმა გააკეთა.

N22 საოლქო კომისიაში საღამოს 5 სათზე 20 საჩივარი იყო შესული. დილის 12 საათთან შედარებით საჩივართა რაოდენობა მხოლოდ 6-ით გაიზარდა.


მარნეულში 99 717 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ( 99 173 ამომრჩეველი) 544 ამომრჩევლით არის გაზრდილი. მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის 15 მარნეულში მდებარეობს, 75 კი 84 სოფელშია განაწილებული.


19 მაისის მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს.
Print