მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნების 22 უბნის მონაცემები ცნობილია
მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნების პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ცესკო-ს ვებ გვერდზე 22 უბნის მონაცემები გამოქვეყნდა.

მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმათა უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მოიპოვა. ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი, მესამე პოზიციას იკავებს „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი, ხოლო მეოთხე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი.

მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის 15 მარნეულში, 75 კი 84 სოფელში იყო გახსნილი. მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან მხოლოდ ოთხს ჰქონდა საარჩევნო პროგრამა.

მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები