აზერბაიჯანი საქართველოსგან დავით გარეჯში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დავით გარეჯში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მომხდარ ინციდენტზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

ინტერნეტ გამოცემა რეგინფო აზერბაიჯანული ონლაინ-გამოცემა "ტრენდი"ზე დაყრდნობით წერს, ადამიანების ჯგუფმა "აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა მესაზღვრეებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას დავით გარეჯის კომპლექსთან ასრულებდნენ.

"წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას", – განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"ტრენდის" ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

წყარო: რეგინფო.გე
Print