მარნეულის მერია 33 898 ლარად 165 სანაგვე ურნას შეიძენს
მარნეულის მუნიციპალიტეტში 165 ახალი სანაგვე ურნა დაიდგმება. მერიამ ურნების შეძენისათვის 33 898 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა რომლის მიხედვითაც, ნაგვის კალათის რკინა დამუშავებული უნდა იყოს გრუნტით, რომელიც უნდა შეიღებოს შავი საღებავით და ყინვა გამძლე ლაქით.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სუფთა მარნმეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, ურნები ძირითადად რუსთაველის ქუჩაზე, 26 მაისის მოედანზე და ქალაქში არსებულ სკვერებსა და პარკებში განთავსდება.

„ძველი ურნები, რომლებსაც ქალაქიდან ავიღებთ და გამოსადეგი იქნება, განთავსდებ სხვადასხვა სოფლებში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი ახალ წლამდე კიდევ გეგმავს 50 დიდი ურნის შეძენას.“ -ამბობს ლერი მუმლაძე

„სუფთა მარნეულის“ დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე სულ 700-მდე სანაგვე ურნაა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 165 ერთეული ურნის შეძენისათვის ტენდერი 2 აგვისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 10-დან 12 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები