„საარჩევნო სისტემის ცვლილებები მხოლოდ „ქართული ონებისთვისაა“ კარგი“ - აზერ სულეიმანოვი
„საარჩევნო სისტემის ცვლილებები მხოლოდ „ქართული ოცნებისთვისაა“ და მეტი არავისათვის“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარმა აზერ სულეიმანოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გააკეთა.

სულეიმანოვი განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 5 აგვისტოს განცხადებული ცვლილებები საბოლოო სახის არაა.

„ხვალ ან ზეგ იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით და დაზუსტებით გვეცოდინება თუ რა სამომავლო გეგმები გვაქვს და მისაღებია თუ არა ჩვენთვის ეს კანონი“ - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა

სულეიმანოვი განმარტავს, რომ ცვლილებების ერთადერთი კარგი მხარე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა, რა ცვლილებაც საზოგადოებამ აქციების შემდეგ მოიპოვა.

რადიო „მარნეული“

Print