მამუკა ბახტაძე გადადგა
მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს. ამის
შესახებ ის ფეისბუკზე წერს.
"ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა,
მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის
ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები "ქართული ოცნების"
გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.
მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო
მომავალ პრემიერ-მინისტრს", – წერს ბახტაძე.