მამუკა ბახტაძე გადადგა
მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს.

"ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს", – წერს ბახტაძე.




Print