სიახლე
პროკურატურა ამბობს, რომ მელიას ტელევიზიაში მისვლაზე რეაგირება ექნება
საქართველოს პროკურატურის თქმით, ნიკა მელიას ტელეკომპანია “კავკასიაში“ მისვლას უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

დღეს, 10 სექტემბერს, ნიკა მელია “კავკასიაში“ ინტერვიუზე მივიდა, უწყებაში კი ამბობენ, რომ ამ ფაქტზე იმსჯელებენ და შემდეგომ მისცემენ აღნიშნულ ფაქტს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ეკრძალება. თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელია ამბობს, რომ სასამართლოს ეს შეზღუდვა არაკონსტიტუციურია და მას დეპუტატის უფლებამოსილების შესრულების საშუალებას არ აძლევს.

“ვაპირებ, ვგეგმავ და გადახედვას არ ექვემდებარება ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს დეპუტატის სრულფასოვან საქმიანობას, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს მიღმა. ამასთანავე, ნებისმიერი ტელეკომპანიის პირდაპირ თუ არპირდაპირ ეთერში. პროკურატურას ეცნობა ცნობის სახით, მაგრამ მაპატიეთ ახლა…. პროკურორის უბრალოდ მითითებით, დეპუტატი არ უნდა დადიოდეს, რომელიღაც ტელევიზიაში – კი და რომელიღაცაში არა…. ამ მითითებას მე არ მივიღებ და არც მივიღე დღეს. ის არის სრულიად არაკონსტიტუციური.

პროკურორი მე მომცემს ნებას სახლიდან გამოსვლის ან სახლში შესვლის, თუ ნებისმიერ სახის უფლებას – არ ვაპირებ მე დამორჩილებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ, რომ ეს არ მოდის შესბამისობაში კონსტიტუციასთან“ ,- ამბობს ნიკა მელია დღეს ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც მან ტელეკომპანია “კავკასიას“ ინტერვიუ მისცა.

მანამდე ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ შეზღუდვის მიუხედავად ტელეკომპანია “კავკასიაში“ მაინც მივიდოდა.

მასალა აღებულია netgazeti.ge დან
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია