ქართული მედიცინა ყველაზე მაღალი ნდობით ეთნიკურ უმცირესობებს შორის სარგებლობს - კიდევ რას აჩვენებს NDI-ს კვლევები
16:26 / 17.09.2019
ეროვნულ დემოკრატიული
ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 17 სექტემბერს
გამოქვეყნებული კვლევის თანახმად უმცირესობების
დასახლებაში გამოკითხულთა 28% თვლის, რომ მშობლების თაობებთან
შედარებით იგივენაირად ცხოვრობს
, უარესად კი 38%, როდესაც ეროვნული
მაჩვენებლით კვლევის თანახმად მოსახლეობის მხოლოდ 14% ცხოვრობს
იგივენაირად ხოლო უარესად 52%.
შინამეურნეობის ხარჯებში უცმირესობების დასახლებებში ყველაზე ნაკლებ
თანხას 18% ხარჯავენ იპოთეკაში, განვადებასა და სესხში. ყველაზე მეტს
კი 74% საკვებში, რაც ეროვნულ მაჩვენებელს მხოლოდ 2%-ით
ჩამორჩება.
დანაზოგი - რომელ ვალუტაში?
კვლევის თანახმად, უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულთა 66%
დანაზოგს სახლემწიფო ვალუტაში, ლარში, ამჯობინებს რაც ეროვნული
გამოკითხვის მაჩვენებელ 22%-ს აღემატება.
საბანკო პირობები
კვლევის თანახმად, უმცირესობების დასახლებაში ყველაზე მეტად 39%-ს
სჯერათ, რომ კომერციული ბანკები სესხს მათ კარგი პირობებით
შესთავაზებენ. როდესაც კვლვევის ეროვნული მაჩვენებლით 72%-ს ამის არ
სჯერა.
უმცირესობების დასახლებაში 78% ყველაზე მეტად არ გრძობს თავს
დასაქმებულად, როდესაც ეროვნული მაჩვენებლით 61% თვლის თავს
დაუსაქმებლად.
ჯანდაცვის ხარისხით გამოკითხულთა 58% ნაწილობრივ კმაყოფილია
უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულთა 66% თვლის რომ ჯანდაცვის
სიტემაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს წამლებზე ფასის ზრდაა.
უცმირესობების დასახლებაში ყველაზე ნაკლებ პრობლემად 9% თვლიან, რომ
ჯანდაცვის სისტემაში კადრების პრობლემაა
კითხვაზე, გიგრძვნიათ თუ არა რომ ექიმმა არასაჭირო წამალი გამოგიწერათ
რათა მიეღო ფინანსური სარგებელი. უმცირესობების დასახლებაში
გამოკითხულთა 82%-ს თქმით, მათ ასეთ მდგომარეობაში თავი ნაკლებად
უგრძვნიათ. უმცირესობების 11%-მა კი კითხვას დადებითი პასუხი
გასცა.
კვლევის კითხვაზე, სად ურჩევნიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
ოპერაციის ჩატარება, უმცირესობების დასახლებაში გამოკითხულების 82%
თვლის, რომ საქართველოში ურჩევნია რაც სხვა დასახლებებისა და საერთო
ეროვნულ მაჩვენებელს აღემატება. გამოკითხვის ეროვნული მაჩვენებლიდან
მხოლოდ 41% თვლის, რომ საქართველოში გაიკეთებდა ოპერაციას.
გენდერული კვოტის მხარდაჭერის კითხვაზე, უჭერენ თუ არა კვოტირების
სისტემის შემოღებას პარლამენტში. უცმირესობების დასახლებაში
გამოკითხულთა 36%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, რაც გამოკითხულთა
საერთო მაჩვენებელში ყველაზე მაღალია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131
პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.