ზაურ დარგალის პირველი დეკლარაცია მერის რანგში
მარნეულის მერს, ზაურ დარგალს, უძრავი ქონება არ გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას მის ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მერმა 2019 წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა, დარგალი 2017 წელს 60 000 ლარად შეძენილ Mersedes Benz-ის ფირმის ავტომანქანას ფლობს.

წინა წლებისაგან განსხვავებით, დარგალმა ქონებრივ დეკლარაციაში წელს მეუღლის, რენა ნურმამედოვას ქონებაც შეიტანა. ზაურ დარგალი ერთ-ერთი იყო იმ თანამდებობის პირთა შორის, რომელიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.

ნურმამედოვას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი. მარნეულში მუსხელიძის ქუჩაზე მდებარე 625 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას 2016 წელს აჩუქეს, დეკლარაციაში მჩუქებელის ვინაობა არ ჩანს. ამავე ქუჩაზე კი 2018 წელს 15 000 დოლარად შეიძინა 50,2 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

რადიო "მარნეული"

Print