სახელმწიფო აუდიტმა მარენულის მერიის საქმიანობაში დარღვევები დააფიქსირა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017-2018 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტი არაეფექტურად გახარჯა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის სათანადო დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების მიერ მიღებულ არაეფექტიან გადაწყვეტილებებზე“ - წერია აუდიტის დასკვნაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მარნეულის მერიას აძლევს რეკომენდაციას, რომ ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, დროულად დაგეგმოს მიღებული შემოსულობების და საკუთარ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ხარჯვა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მარნეულის მერიას არ შეუსწავლია მის საკუთრებაში არსებული იურიდიული პირების საქმიანობის სარგებლობა და ასევე, სუბსიდირებისას არ მოუთხოვიაშესასრულებელი სამუშაოსა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

აუდიტის ანგარიშში მოხვდა მერიის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით გაცემული ობიექტებიც. 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით მუნიციპალიტეტს სულ 29 ფართი ჰქონდა იჯარით გაცემული, რომელთა გაცემის დროსაც აუქციონის ფომრა მხოლოდ 2-ჯერ იყო გამოყენებული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პასუხისმგებელი პირის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თუ რატომ მიენიჭა პირდაპირი განკარგვის ფორმას უპირატესობა.

რადიო „მარნუელი“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები