მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს აღარ უჭერს
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან გაჯიევმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რუსლან გაჯიევმა განაცხადა, ადრე, ის პროპორციული სისტემის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა, მოსახლეობასთან შეხვედრების შემდგომ აზრი შეიცვალა.

„ეხლა მეც წინააღმდეგი ვარ ახალი პროექტის, იმიტომ, რომ შიგნით (ქართულ ოცნებაში) უნდა იყოს განხილვა ამ თემის და ხვალ პარტიის ოფისში იქნება ამასთან დაკავშირებით სხდომა“

რუსლან გაჯიევი ასევე განმარტავს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათი დიდი თხოვნა იყო, რომ მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმებულიყო.

„ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი ჩემი პირადი პოზიცია, პარტიის პირადი პოზიცია, უმრავლესობის ან ოპოზიციის პოზიცია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ამომრჩევლების პოზიცია და ჩვენი მოსახლეობის პოზიცია.“

რუსლან გაჯიევმა ჩვენთან საუბრისა ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით უცვლელია და პარტია კვლავ პროპორციულ სისტემას უჭერს მხარს მისი პირადი პოზიცია კი განსხვავებულია.

საქართველოს ხელისუფლებამ 20-21 ივნისს გამართული აქციების შემდგომ გასცა დაპირება, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით გაიმართებოდა. მიუხედავად ამისა, 12 ნოემბერს საპარლამენტო განხილვისას დეპუტატების ნაწილმა საკითხისათვის მხარდაჭერა გადაიფიქრეს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები