აქტივისტებმა ამ დროისთვის პარლამენტში ორი დეპუტატი არ შეუშვეს
On.ge-ს ინფორმაციის პარლამენტში ამ დროისთვის პარლამენტის ორი დეპუტატი არ შეუშვეს. რევაზ არველაძე პარლამენტში არ შეუშვეს. ის პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მივიდა, თუმცა, აქტივისტებმა მას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.


პარლამენტში არც მერაბ ქვარაია შეუშვეს. მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხმაურის ფონზე დატოვა.

"მონა", "მონა", — ამ შეძახილების ფონზე დატოვა დეპუტატმა ტერიტორია.

"ონჯის" წერს რომ ქართული ოცნების დეპუტატმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის ყველა შესასვლელი კვლავ პიკეტირებული აქვთ.
Print