" გაბუნიას და გვარამიას შვილები"- მაჟორიტარი ვიდეოს გამავრცელებლებს Facebook სტატუსით ეხმიანება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, სავალან მირზოევი, ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოს ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმიანება.

„ბოლო დროს, უღირსი ადამიანების უღირსი ნაბიჯები კიდევ ერთხელ გამოვლინდა. გაბუნიას და გვარამიას შვილები, უღირს საქციელს ავლენენ. ამჯერად, ქორწილში ჩვენი ცეკვის ვიდეო მოღალატეობრივი გზით მოიპოვეს, თითქოს პოლიტიკურ სიუჟეტს ამზადებენ და საკუთარ მამა-პაპას უგზავნიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უღირსობას.
დავრწმუნდი, რომ უღირსმა, რომელმახ წლებია არ იცოდა მამის ვინაობა, ახლა მამა-პაპა იპოვა. ეს გაბუნიას შვილი, გვარამიას შვილიშვილია. ასეც გააგრძელეთ, იმიტომ, რომ თქვენ უღირსობა, ღალატი და დამპლობა გიხდებათ.
ჩემთვის ძვირფასი მეგობრის შვილის ნათლობაზე ვიცეკვე,
ყველას ლამაზ დღეებს გისურვებთ.“
-წერს მაჟორიტარი დეპუტატი.


ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავს სავალან მირზოევი და ცეკვის დროს ფულებს აფრიალებს.


დეპუტატის მხარდამჭერები აღშფოთებას გამოთქვამენ გავრცელებულ ვიდეოზე და ფულის ფრიალს ქორწილში არსებულ ტრადიციად ასახელებენ. მხარდამჭერები ვერ ხვდებიან რატომ უნდა აშუქებდნენ დეპუტატის პირად სივრცეს.

მაჟორიტარი დეპუტატებისადმი ინტერესი მას მერე გამოვლინდა, რაც გავრილოვის ღამის შემდეგ პარტია ქართული ოცნების ლიდერის , ბიძინა ივანიშვილის დანაპირები, რომ არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, საკონსტიტუციო ცვლილება მაჟორიტარმა დეპუტატებმა ჩააგდეს.


მათ შორის იყო გარდაბნის მაჟორიტარი, სავალან მირზოევი. ჩაგდებულ კონსტიტუციურ ცვლილებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებში მონაწილე აქტივისტების ნაწილი დღეს პატიმრობაში იმყოფებიან.


Print