მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ თანამშრომლებს დანამატის სახით ხელფასის 80% ჩაურიცხა
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 380-მდე
თანამშრომელს საახალწლოდ დანამატის სახით ხელფასის 80%
ჩაურიცხა.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საიბრისას ბაგა-ბაღების აღმზრდელებმა
თქვეს, წინა წელს მათ საახალწლო დანამატის სახით ხელფასის 100%
ჩაერიცხათ.
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა ჩვენთან
საუბრისას თქვა, რომ საახალწლოდ დანამატის სახით ხელფასის 80%-ის
ჩარიცხვა სექტემბერში ჩარიცხული დანამატების გამო მოხდა.
„სექტემბერში იყო 100%-იანი დანამატი ყველა
თანამშრომლისათვის და ახლა რაც თანხა იყო დარჩენილი ბიუჯეტში
დანამატის სახით დავარიგეთ“ - ქარიმოვმა ისიც აღნიშნა,
რომ 2018 წელს ბაგა-ბაღების თანამშრომლებს სექტემბერში დანამატი არ
აუღიათ.
ბაგა-ბაღების დირექტორის თქმით, საახალწლო დანამატებისათვის
გაერთიანებამ 110 000 ლარამდე დახარჯა.
რადიო „მარნეული“