მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ თანამშრომლებს დანამატის სახით ხელფასის 80% ჩაურიცხა
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 380-მდე თანამშრომელს საახალწლოდ დანამატის სახით ხელფასის 80% ჩაურიცხა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საიბრისას ბაგა-ბაღების აღმზრდელებმა თქვეს, წინა წელს მათ საახალწლო დანამატის სახით ხელფასის 100% ჩაერიცხათ.

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარიმოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ საახალწლოდ დანამატის სახით ხელფასის 80%-ის ჩარიცხვა სექტემბერში ჩარიცხული დანამატების გამო მოხდა.

„სექტემბერში იყო 100%-იანი დანამატი ყველა თანამშრომლისათვის და ახლა რაც თანხა იყო დარჩენილი ბიუჯეტში დანამატის სახით დავარიგეთ“ - ქარიმოვმა ისიც აღნიშნა, რომ 2018 წელს ბაგა-ბაღების თანამშრომლებს სექტემბერში დანამატი არ აუღიათ.

ბაგა-ბაღების დირექტორის თქმით, საახალწლო დანამატებისათვის გაერთიანებამ 110 000 ლარამდე დახარჯა.

რადიო „მარნეული“

Print