მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისათვის მნიშვნელოვანი 2019 წელს განხორციელებული 3 აქტივობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ნავერიანისათვის 2019 წელს განხორციელებული აქტივობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებია.

მამუკა ნავერიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გაიხსენა, რომელიც უშუალოდ მის საქმიანობას უკავშირდება.

1. 2019 წლის სოციალური პროგრამების მოდერნიზება და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგება

2. 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების მიზნით 2019 წელს მოსახლეობასთან შეხვედრები

3. საკრებულოს „მოკრძალებული“ წვლილი 2020 წლის წინასაახალწლო ღონისძიებებში

ეს ის სამი საკითხია, რომელიც მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისათვის 2019 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო.

რადიო „მარნეული“

Print