მახირ დარზიევის აზრით, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა, 2020 წელს ადამიანები დაძაბულობისგან შორს უნდა იყვნონ
დღეს, 31 დეკემბერს, მსოფლიო აზერბაიჯანლების სოლიდარობის დღეა და 2020 წლის მოსვლამდე რამდენიმე საათი რჩება.

მარნეულელმა პარლამენტარმა მსოფლიო აზერბაიჯანელებსა და მარნეულელების მიმართ სურვილებსა და 2019 წელს ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე რადიო „მარნეულთან“ ისაუბრა.

პარლამენტის დეპუტატი მაჰირ დარზიევი 2019 წელს კარგად არ იხსენებს და აცხადებს, რომ 2019 წელი დაძაბული და პოლიტიკური მოვლენებით სავსე წელი იყო. მან თქვა, რომ მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა, ადამიანები დაძაბულობისგან შორს უნდა იყვნონ.

„ახალ წელს ყველას ჯანმრთელობას, ოჯახების ბედნიერებას ვუსურვებ. 2020 წელი ყევლასთვის კარგის მომტანი ყოფილიყოს და ბედნიერება, სიხარული გვაჩუქოს. მხოლოდ მარნეულელებს კი არა ქვეყანას, მთელ ხალს და მსოფლიო აზერბაჯანლებს ვულოცავ. მსოფლიოში ცოტაა ისეთი ხალხი რომლებიც ერთ დღეს ორ დღესასწაულს აღნიშნავს და ერთ-ერთი ასეთი ხალხი აზერბაიჯანელები არიან. ჩვენ დღეს სოლიდარეობის დღეს და ახალ წელს აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, აზერბაიჯანლები იმ ქვეყნის დროშის ქვეშ უნდა იდგნენ რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. სადაც ცხოვრობენ იმ ქვეყანაში თავიანთი კულტურის შენაჩუნება უნდა შეძლონ“ - ამბობს მაჰირ დარზიევი

დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და 2020 წელიც პოლიტიკური მოვლენებით იქნება სავსე.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები