მარნეულის საკრებულოს წევრმა უმუშევარ მოსახლეობას 2020 წელს სამსახურის დაწყება უსურვა
დღეს, 31 დეკემბერს, მსოფლიო აზერბაიჯანლების სოლიდარობის დღეა და 2020 წლის მოსვლამდე რამდენიმე საათი რჩება.

მარნეულის საკრებულოს წევრმა მსოფლიო აზერბაიჯანელებსა და მარნეულელების მიმართ სურვილებსა და 2019 წელს ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე რადიო „მარნეულთან“ ისაუბრა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სადახლოდან როვშან ისკანდაროვი მოსახლეობას უსურვებს, რომ 2019 წელს არსებული პრობლემები უკან მოიტოვონ და ახალ წესლ პრობლემების გარეშე იცხოვრონ. მან ახალგაზრდებს განათლების მხრივ წარმატებები და უმუშევარ ადამიანებს დასაქმება უსურვა.

„2019 წელს ლამაზი მოგონებებით დავიმახსოვრებთ იმიტომ, რომ ამ წელს ჩემს სოფელში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, წყლის პროექტი განხორციელდა. როგორც დეპუტატი მე ჩემი ხალხით ვსუნთქავ და ამიტომ ჩემთვის ყველაზე წარმატებული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი სადახლოს წყლით უზრუნველყოფა იყო და ამან ძალიან გამახარა“ - გვეუბნება როვშან ისკენდეროვი

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google