სიახლე
გარდაბნის მაჟორიტარი ირაკლი შოთაძეს მხარს დაუჭერს
გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი გენერალური პროკურორის პისტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

„მხარს დავუჭერ, იმიტომ, რომ მისი სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან“ - განაცხადა სავალან მირზოევმა „მთავარ არხთან“ საუბრისას

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით იკავებდა. მისი თანამდებობის დატოვება ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობას უკავშირდება. ხორავას საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია